განცხადება ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბზე თავდასხმის შესახებ

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისზე თავდასხმის გამო, რასაც შედეგად ოფისის დაზიანება მოჰყვა.

ეს არ არის წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე და ოფისებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივ ფონს ქმნის და საფრთხის წინაშე აყენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებზე განხორციელებული თავდასხმებები სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება. ამის მაგალითია, კორცხელის ინცდენტი.ასევე სხვა ინციდენტები, რომელთა გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. 2016 წლის 10 აგვისტოს, „ეროვნული ფორუმის“ ნაძალადევის ოფისი გაქურდეს, ხოლო 2016 წლის 11 და 12 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროსა და ზუგდიდის ოფისები დაარბიეს. 2016 წლის 22 აგვისტოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრზე თავდასხმა განხორციელდა, კერძოდ გავრცელებული ინფორმაციით ქ.რუსთავში, სახლისკენ მიმავალ ენმ-ის აქტივისტ არსენა კასაშვილს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები გზაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დანაშაულის დაუსჯელობა კიდევ უფრო ახალისებს მსგავს ქმედებებს, რასაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები ემატება, რაც დანაშაულის მორალური გამართლებითძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ გამოძიების დაწყებით არ შემოიფარგლებიან და სათანადო რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ დანაშაულზე. ძალადობის პრევენცია უაღრესად მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიან და თანაბარ გარემოში ჩასატარებლად.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინტიტუტი (TDI) დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s