საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) მონიტორინგი

usaid526397_164238100427785_643899934_n

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) პირველი ხუთი თავის – სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პროკურატურა, ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა – მონიტორინგს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებას და ამ მიზნით, საქართველოს მართლმსაჯულებისა და პენიტენციური სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით, კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზოს შესაბამის ორგანოებს.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეფასებული იქნება ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა, გეგმის განხორციელების პროცესს ონლაინ რეჟიმში ადევნოს თვალი.

პროექტი ხორციელდება საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან პარტნიორობით.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s