ადამიანის უფლებათა 2016-2017 წწ. სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია

2018 წლის 28 მარტს GDI-მ და IDSD-მ ჩაატარეს  ადამიანის უფლებათა 2016-2017 წლების  სამთავრობო სამოქმედო გეგმის  შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას პროექტის იურისტებმა და ექსპერტებმა შეხვედრაში მონაწილე პირებს გააცნეს ადამიანის უფლებათა 2016-2017 წლების  სამთავრობო სამოქმედო გეგმის I (სისხლის სამართლის მართლმსაჯულება), III (პროკურატურა), IV (ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში) და V (წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა) თავების შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული მონიტორინგის პირველადი შედეგები. ამავდროულად, შეხვედრის დროს მოხდა მონიტორინგის ფარგლებში შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის- www.hrm.org.ge -ს პრეზენტაცია. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მონიტორინგის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური მეთოდოლოგიის შესახებ, რომელსაც დაეფუძნა შემუშავებული ანგარიში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა სამდივნოს, პასუხისმგებელი უწყებების, ასევე სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.  ანგარიში მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და  ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF) ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s