“არა-ფობიას!” შემავალი ორგანიზაციების განცხადება პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაზე

no_to_phobia

უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 17 აპრილს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას იმ ფონზე, როდესაც ერთი მხრივ გეგმის შემუშავება არ მომხდარა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, მეორე მხრივ კი გეგმაში არ ასახულა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების (მათ შორის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების, შშმ ქალების) სპეციფიკური საჭიროებები.

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების პრობლემებს და იზრუნოს მათი გადაჭრის გზების მოძიებაზე. ორი ან მეტი ნიშნით დისკრიმინირებული ქალების ინტერესების გაუთვალისწინებლობა ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფო ვერ ხედავს მათ  საჭიროებებს, მათ შორის ტრანსგენდერი ადამიანების მძიმე სამართლებრივ და სოციალურ მდგომარეობას გენდერული თანასწორობის ჭრილში და ტოვებს ამ კუთხით დაგეგმილი სახელმწიფო პოლიტიკის მიღმა.

აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის მიზნების მისაღწევად, საბჭო შეიმუშავებს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციას და სამოქმედო გეგმებს. თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის ლგბტ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შესთავაზა საკუთარი რეკომენდაციები წარედგინათ სახელმწიფო კონცეფციის შინაარსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საბჭომ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს ასეთივე შესაძლებლობა არ მისცა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, სათემო ორგანიზაციებმა თავისი შენიშვნები განსახილველად მიაწოდეს გენდერული თანასწორობის საბჭოს.  როგორც საბჭოს წევრები განმარტავენ, თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია დაეყრდნო კვლევას “გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები”. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ კვლევაში მოხვდა სხვადასხვა ქალთა ჯგუფების საკითხები და რეკომენდაციები, თუმცა, საბჭომ, ეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და ისინი სამოქმედო გეგმაში არ ასახულა.

ლგბტ სათემო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი რეკომენდაციები შეეხებოდა ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში, რომლებიც მუდმივად ხდებიან გენდერული უთანასწორობის მსხვერპლები შრომითი ურთიერთობისას, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა თუ სოციალურ სფეროში. წარდგენილი რეკომენდაციები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სქესის ლეგალურად შეცვლისთვის, სქესის კვლავმინიჭების სრული პროცედურის გავლის (ქირურგიულის ჩათვლით) აუცილებლობის მოთხოვნის გაუქმება საკანონმდებლო პაკეტის პროექტის მომზადების გზით;

  • ტრანსგენდერი ადამიანების სამედიცინო მოვლის გაუმჯობესების მიზნით, არსებული კვლევების საფუძველზე, საკანონმდებლო პაკეტის პროექტის მომზადება ჯანდაცვის სფეროს მომწესრიგებელ კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ;

  • გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის შესახებ (ე.წ. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული) ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, მხარდაჭერა და მათში მონაწილეობის მიღება;

  • გენდერული თანასწორობის საბჭოსა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლობით, სექსუალური და რეპროდუქციული საკითხების შესახებ სკოლებში განათლების მიწოდების საჭიროების/აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განიხილოს სამოქმედო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესაძლებლობა და მასში ასახოს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების სპეციფიური ინტერესები, ამავდროულად კი მისცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.  ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ნებისმიერი პოლიტიკის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება და მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ სპეციფიური საჭიროების მქონე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.

თანასწორობის მოძრაობა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი

საფარი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s