დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD) იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ

2020 წლის 17 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ სრულად დააკმაყოფილა IDSD-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ და სამსახურს მოსარჩელე ორგანიზაციისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდება დაავალა . 

IDSD-იმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც იუსტიციის სამინისტრომ და მისმა ქვემდებარე უწყებებმა, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევით, მას მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდეს . 

სასამართლოში მიმართვის შემდეგაც იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ სცადა საქმის განხილვის გაჭიანურება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უწყების მიზანმიმართულ უკანონო ქმედებას. 

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-20 წლებისთვის) შესრულების მონიტორინგს. როგორც 2018, ისე 2019 წელს განხორციელებული საქმიანობების მონიტორინგის პროცესი მნიშვნელოვნად გართულდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან თანამშრომლობის არარსებობის გამო – მიუხედავად არაერთი წერილობითი მოთხოვნისა (მათ შორის, პორტალის my.gov.ge გამოყენებით) თუ ზეპირი შეხსენებისა, აღნიშნულ უწყებას არანაირი საჯარო ინფორმაცია არ მოუწოდებია. 

იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე უწყებებიდან  მიღებული ერთადერთი წერილობითი პასუხი არის 2019 წელს პრობაციის ეროვნული სააგენტოდან მიღებული წერილი, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც აისახა კიდეც ანგარიშის შესაბამის ნაწილში. ანალოგიური ტენდენცია შენარჩუნდა 2020 წელსაც – სამინისტროს არცერთ წერილზე პასუხი არ გაუცია.

სამინისტროს მხრიდან საჯარო ინფორმაციის არმოწოდების გამო, 2020 წლის 2 მარტს, IDSD-მ ორი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ერთ მხრივ, სპეციალურ პენიტენციური სამსახურისა და მეორე მხრივ, იუსტიციის სამინისტროსთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების მოთხოვნით. ორივე შემთხვევაში, მოპასუხეთა მხრიდან აშკარად იკვეთება საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა. 2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმის განხილვისთვის ჩანიშნული სხდომის გადადება ორჯერ ითხოვა. მეორე შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა IDSD-ის პოზიცია სხდომის გადადების შუამდგომლობის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მოპასუხის დაუსწრებლად საქმის არსებითი განხილვა ჩანიშნა, ხოლო საბოლოოდ, საქმე IDSD-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s