Judicial Reform is Necessary to Obtain Candidate Status

On June 17, the European Commission published individual opinions on Ukraine, Moldova, and Georgia.[1] The Commission supports granting EU candidate status to Ukraine and Moldova immediately, and to Georgia -- only after certain conditions are met. According to the European Commission’s Opinions, based on which the European Council will make final decisions, Ukraine should fulfil … ვრცლად Judicial Reform is Necessary to Obtain Candidate Status

კანდიდატის სტატუსის მისაღებად სასამართლოს რეფორმა აუცილებელია

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ ინდივიდუალური დასკვნები გამოაქვეყნა.[1] კომისია მხარს უჭერს უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუყოვნებლივ, ხოლო საქართველოსთვის - მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. ევროკომისიის მიერ მიღებული დასკვნების თანახმად, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, უკრაინამ - 7, მოლდოვამ – 10, საქართველომ კი - 12 პირობა უნდა … ვრცლად კანდიდატის სტატუსის მისაღებად სასამართლოს რეფორმა აუცილებელია

კოალიცია ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება  ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნული გადაწყვეტილება კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია, რომელიც კითხვებს აჩენს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით და შერჩევითი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს. 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს უფლებამოსილების ბოროტად … ვრცლად კოალიცია ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული, … ვრცლად საქართველოს მესამე პრეზიდენტს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს

განცხადება: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

ჩვენ, განცხადების ხელმომწერ საქართველოსა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მიგვაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის აქტია სუვერენული სახელმწიფოს წინაღმდეგ და წარმოადგენს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევის მცდელობას, რაც საერთაშორისო საზოგადოებისაგან მაქსიმალურად მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. დღეს უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ბრძოლის საოცარ მაგალითს იძლევა და დემოკრატიული … ვრცლად განცხადება: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

To: The President of the European of the European Council

To: H. E. Charles Michel, President of the European Council H. E. Ursula von der Leyen, President of the European Commission H. E. Roberta Metsola, President of the European Parliament H. E. Josep Borrell Fontelles, High Representative of the EU for Foreign Affairs and Security Policy The Heads of the Governments of the EU Member … ვრცლად To: The President of the European of the European Council

კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადება

რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის, უკრაინაზე თავდასხმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო იარაღის გამოყენების ფონზე, გავრცელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს. ასევე, მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე. ხელმომწერი ორგანიზაციები ცალსახად ვემიჯნებით და ვგმობთ პრემიერის აღნიშნულ განცხადებას, რადგან იგი არ გამოხატავს ქართველის ერის … ვრცლად კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადება

პრეზიდენტისადმი მოწოდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების თაობაზე

2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, წინასაახალწლო პერიოდში, რიგგარეშე სესიაზე, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გამართვის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები,[1] რომელიც ისეთ სენსიტიურ საკითხებს ითვალისწინებს, როგორიცაა:  მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება; დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირება;იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ … ვრცლად პრეზიდენტისადმი მოწოდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების თაობაზე

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების შესახებ

2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. ასევე, მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს უწყდება უფლებამოსილების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არჩეული იყო თავად პარლამენტის მიერ, 2025 წლამდე. ადგილობრივი … ვრცლად სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების შესახებ

კოალიცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემაშფოთებლად მიიჩნევს, პარლამენტის მიერ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების, დაჩქარებული წესით განხილვას. სამწუხაროა, რომ აღნიშნული პროცესი, წარსული გამოცდილების მსგავსად,[1] წინასაახალწლო პერიოდში, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გარეშე მიმდინარეობს.  როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს, პარლამენტის ბიურომ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვასთან … ვრცლად კოალიცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება