2021 წლის 25 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტი, დაჩქარებული წესით, გეგმავს განიხილოს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა … ვრცლად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით
არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფითად აფასებენ
ხელმომწერი ორგანიზაციები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. 19 აპრილს, შარლ მიშელის მედიაციით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას. “ქართული ოცნება” შეთანხმების … ვრცლად არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფითად აფასებენ
The Coalition Reacts to the Commencement of Parliamentary Hearings of Supreme Court Judicial Candidates
The Coalition for an Independent and Transparent Judiciary considers the commencement of parliamentary hearings of Supreme Court candidates unjustified. The existing rules for the selection and appointment of judges do not safeguard the competition from party influences. The results of the previous selection processes proved that candidates are not assessed based on merit and professional … ვრცლად The Coalition Reacts to the Commencement of Parliamentary Hearings of Supreme Court Judicial Candidates
კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გაუმართლებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას. მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წარმართვას პარტიული გავლენებისგან თავისუფლად და შერჩევის წინა შემთხვევები აჩვენებს, რომ კანდიდატები არ ფასდებიან მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მიხედვით. ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანდიდატთა წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. 2021 წლის 22 ნოემბერს … ვრცლად კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს ჯეროვნად და დროულად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისთვის. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიქმნან ზუსტი წარმოდგენა მართლმსაჯულების ხარისხზე, მის დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე. სამწუხაროდ, სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის დღემდე დახურულია. ამ გზით მინიმუმამდეა დაყვანილი მართლმსაჯულების პროცესებში მოქალაქეების თუნდაც პასიური, დამკვირვებლის როლით მონაწილეობა. სანიმუშოდ, დაინტერესებულ პირებს არც ერთ ეტაპზე არ მისცემიათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე გამოტანილ … ვრცლად კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს ჯეროვნად და დროულად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
დასავლელ პარტნიორებზე მმართველი პარტიის თავდასხმები შემაშფოთებელი ტენდენციის სახეს იღებს
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პარტია "ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ცალსახად ემსახურება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები საჯაროდ და დაუფარავად ესხმიან თავს უცხოელ პარტნიორებს, როცა ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს კრიტიკა ხშირად ეხება სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს, საარჩევნო დარღვევებს თუ … ვრცლად დასავლელ პარტნიორებზე მმართველი პარტიის თავდასხმები შემაშფოთებელი ტენდენციის სახეს იღებს
NGOs’ Address to the Council of Europe Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT)
Tbilisi, 12 November 2021 We, the NGOs working in Georgia call on the CPT to use its mandate for an ad hoc visit to the Georgian penitentiary system and monitor the human rights situation of President Saakashvili. Recently, Georgian human rights organisations have been witnessing on a daily basis the inhuman and degrading treatment of … ვრცლად NGOs’ Address to the Council of Europe Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT)
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი მანდატით განსაზღვრული შესაძლებლობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ად ჰოკ ვიზიტისა და პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. უკანასკნელ ხანებში, საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციები ყოველდღიურად ვხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თვითმხილველები. აღნიშნული, პირველ რიგში, გამოიხატება მისი, როგორც მოშიმშილე პატიმრის და პაციენტის უფლებების უხეშ … ვრცლად არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს
ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები სრულად უნდა გაითვალისწინოს
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით. მიხეილ სააკაშვილი, მისი დაპატიმრებიდან დღემდე, უკვე 26-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს. შიმშილობის პერიოდის გათვალისწინებით ყოველწუთიერად იზრდება მისი ჯანმრთელობის გაურესებისა და … ვრცლად ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები სრულად უნდა გაითვალისწინოს
მიხეილ სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ფაქტს. მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ოთხი საქმე, რომელთაგან ორზე იგი მსჯავრდებულია, ხოლო ორზე – ბრალდებული. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით კი, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წლების განმავლობაში, მათ … ვრცლად მიხეილ სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება