1. ალტერნატიული მონიტორინგის მოდელის შემუშავება (2015-2016)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ალტერნატიული მონიტორინგის მოდელის შემუშავება“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ისეთი საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის მოდელის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრას დახურულ დაწესებულებებში.
პროექტის განხორციელები ვადები: 09.2015 – 05.2016
ბიუჯეტი: 26 817 აშშ დოლარი
Developing an Alternative Monitoring Model
Short description: In the framework of the project, a model of a public monitoring mechanism has been elaborated which allows CSOs to monitor penitentiary institutions in parallel with the National Preventive Mechanism (established with the Public Defender’s Office). A study “Models and Functions of National Preventive Mechanisms” was carried out in order to analyze the functioning of NPMs and other monitoring bodies in different countries and to identify the best and the most adapted models and practices for Georgian reality. A draft-law has been prepared drawing up the changes in the Penitentiary Code of Georgia necessary to the establishment of a new monitoring body.
Dates: Sep 2015 – May 2016
Donor: “Open Society – Georgia” Foundation
Budget: USD 26.817
2. გაძლიერებისა და თავდაცვის მექანიზმების სახელმძღვანელო მარგინალიზებული ჯგუფებისათვის (2016-2017)
“დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი” იწყებს პროექტს “გაძლიერებისა და თავდაცვის მექანიზმების სახელმძღვანელო მარგინალიზებული ჯგუფებისათვის”, რომელიც მხარდაჭერილია კანადის საელჩოს მიერ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ორი ყველაზე დისკრიმინირებული სოციალური ჯგუფის გაძლიერებას: ლგბტ ადამიანები და ქალები. პროექტის მიზნების მისაღწევად გამოქვეყნდება სახელმძღვანელო, რომლის გაძლიერების მოდულებს, თვით-დახმარებისთვის აუცილებელ უნარებსა და თვით-გაძლიერების მეთოდოლოგიებს მოიცავს. სახელმძღვანელო მიეწოდებათ თანასწორთა განმანათლებლებს, განათლების სპეციალისტებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალგაზრდათა გაძლიერების პროგრამებში, ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესში.
პროექტის განხორციელები ვადები: 11 .2015 – 02.2016
ბიუჯეტი: 19 985 კანადური დოლარი
Textbook for Empowerment and Self-protection Mechanisms for Marginalized Groups
Short description: The aim of the project was to contribute to empowering the two most discriminated social groups in Georgia: the LGBTs and the women via an empowerment module, which includes necessary skill-sets and a self-help manual. An intensive training week was carried out for LGBTs and women on empowerment, rights, and self-protection skills necessary to survive hostile Georgian environments based on the newly designed methodology.
Dates: Nov 2015 – Feb 2016
Donor: Canada Fund for Local Initiatives (CFLI)
Budget: CAD 19.985
3. სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო (2017)
“დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი” ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო”
პროექტის მიზანია შეიქმნას ისეთი მონიტორინგის მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მონიტორს ან/და პოტენციურ მონიტორს შეიძინოს/გაიღრმავოს ცოდნა სასჯელასრულების დაწესებულებების მონიტორინგის სპეციფიკაზე, მათ შორის, ციხის სუბკულტურისა და იერარქიის თაობაზე, შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ დოკუმენტებზე, რომელთა ცოდნა აუცილებლია სრულყოფილი მონიტორინგის განხორციელებისთვის.
პროექტის განხორციელები ვადები: 01.2017 – 12.2017
ბიუჯეტი: 26 565 აშშ დოლარი
Monitoring Methodology Guide for Penitentiary Institutions
Short description: The project aims at creating a guideline for monitoring penitentiary institutions, which will allow actual or future monitor to gain/deepen the knowledge on the specificities of the monitoring of the penitentiary and acquire the necessary technical skills. The guideline will include international and national documents relating to prisoners’ rights and monitoring techniques. The text will focus, among other subjects, on the prison subculture and hierarchy that could affect the credibility of the information and facts gathered by the monitor as well as the whole monitoring process.
Date: Jan 2017 – Jan 2018
Donor: “Open Society – Georgia” Foundation
Budget: USD 26.565
4. საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) მონიტორინგი
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) პირველი ხუთი თავის – სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პროკურატურა, ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა – მონიტორინგს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებას და ამ მიზნით, საქართველოს მართლმსაჯულებისა და პენიტენციური სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით, კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზოს შესაბამის ორგანოებს.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეფასებული იქნება ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა, გეგმის განხორციელების პროცესს ონლაინ რეჟიმში ადევნოს თვალი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან პარტნიორობით.
პროექტის განხორციელები ვადები: 06.2017 – 06.2018
ბიუჯეტი: 44 220 აშშ დოლარი
Monitoring of the implementation of Government Human Rights Action Plan (2016-2017)
The primary goal of the project is to monitor the implementation of the first five chapters of Governmental Action Plan on the Protection of Human Rights (2016-2017) – Criminal Justice, Right to Fair Trial, Prosecutor’s Office, Protection of Human Rights in Penitentiary, Fighting Torture and Other Forms of Ill-treatment. The project is aiming at supporting the successful implementation of the Action Plan. To this end, concrete recommendations to the relevant governmental bodies, centered on the harmonization of Georgian legislation with international standards, will be elaborated.
In order to assess the implementation process, the project proposes an innovative methodology based on quantitative, as well as qualitative approaches. Each interested individual will be able to follow the implementation process in online regime.
The project is implemented in partnership with Georgian Democracy Initiative.
Term: 06.2017-06.2018
Budjet: 44, 220 USD

5. უვადო თავისუფლებააღკვეთილ და მაღალი რისკის პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში (2018 წელი)


კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა უვადო და მაღალი რისკის მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობასთან დაკავშირებული ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციებისა და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისობა უნივერსალურ და ევროპულ სტანდარტებთან.
დონორი: ციხის საერთაშორისო რეფორმა – სამხრეთ კავკასიის ოფისი; ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ქვეგრანტი
პროექტის განხორციელების ვადები: აგვისტო 2018 – ოქტომბერი 2018
ბიუჯეტი: EUR 3000
6. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) მონიტორინგი: თავები 3, 4, 5

პროექტის მიზანია, მონიტორინგი გაუწიოს 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-3 (ადამიანის უფლებები და სამართალდამცავი სისტემა), მე-4 (ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა უფლებები) და მე-5 (წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა) გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების გზით მიღწეულ პროგრესს გეგმით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებთან მიმართებაში.
აპრილი 2019 – ივნისი 2021: ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) მონიტორინგი: თავები 3, 4, 5
დონორი: ღია საზოგადოების ფონდი
ბიუჯეტი: $37.220