კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ისეთი საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის მოდელის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის
თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციას და ამ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, არასათანადო მოპყრობის პრევენციას და დაეხმარება უკვე არსებულ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს მისი ფუნქციების შესრულებაში. ამასთან, საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება პრევენციის ეროვნული მექანიზმის მხარდაჭერა პრინციპული საკითხების ადვოკატირებაში. იგი ასევე მოწოდებული იქნება, დაეხმაროს შესაბამის უწყებებს თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის დაწესებულებებში არსებული პრობლემების გამოვლენასა და აღმოფხვრის გზების დასახვაში, ასევე მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისთვის.

კვლევა მომზადებულია პროექტის „ალტერნატიული მონიტორინგის მოდელის შემუშავება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით

სრული ტექსტის სანახავად, გადმოქაჩეთ კვლევის ფაილი (PDF)